Instagram · TikTok · Facebook გამყიდველებისთვის

აღარ დაგჭირდება ყოველ „ფასი?“-ზე პასუხი. გახსენი მაღაზია.

ბუტკა შენს Instagram-, TikTok- თუ Facebook-გვერდს ნამდვილ ონლაინ მაღაზიად აქცევს — საკუთარი მისამართით: shopname.butka.ge. პროდუქტები, ფასები, მიწოდება და გადახდა — ერთ ბმულში.

უფასო დაწყება — ბარათის გარეშე2 წუთი — და მაღაზია ცოცხალიათანხა პირდაპირ შენთან
მიწოდება უფასოა 100 ₾-დან 🚚
სალომეს სამკაულები
salome.butka.ge
ვერცხლის ბეჭედი
45 ₾
საყურეები „მთვარე“
65 ₾
ყელსაბამი
120 ₾
ფასდაკლება
სამაჯური
50 ₾ 35 ₾
კალათა · 2 ნივთი110 ₾ →
როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი — და უკვე ყიდი.

01
დარეგისტრირდი

ელფოსტა, პაროლი, 6-ციფრიანი დამადასტურებელი კოდი — და მზადაა. არც ბარათი, არც პროგრამისტი.

02
დაამატე პროდუქტები

ფოტო, ფასი ლარში, ზომები და ფერები, მარაგი — ტელეფონიდანვე, რამდენიმე წუთში.

03
გააზიარე ბმული

ჩასვი bio-ში, სთორიში ან დაბეჭდე QR — ყოველი შეკვეთა მართვის პანელში მოვა მზად: ნივთები, მისამართი, ტელეფონი.

შეკვეთები

ყველა შეკვეთა ერთ სივრცეში.

ყოველი შეკვეთა მოდის მზად: ნივთები, მისამართი, ტელეფონი, კომენტარი — ყველაფერი ერთად და არა 15 შეტყობინებაში გაფანტული.

მართვის პანელიდან ყველაფერს ერთი ადგილიდან აკონტროლებ: ცვლი სტატუსს — ახალი → დადასტურდა → გაიგზავნა → ჩაბარდა — და ხედავ გადახდის მდგომარეობასაც. მყიდველი კი თავის ბმულზე თვითონ ადევნებს თვალს საკუთარ შეკვეთას.

  • ელფოსტა ყოველ ახალ შეკვეთაზე
  • სტატუსი იცვლება ერთი შეხებით
  • მყიდველს აქვს თვალყურის ბმული
შეკვეთები
ყველაახალი
#24 · ნინო კ.
ვერცხლის ბეჭედი ×1 · თბილისი
53 ₾ახალი
#23 · გიორგი მ.
საყურეები „მთვარე“ ×2 · ბათუმი
138 ₾გადახდილია
#22 · მარიამ ბ.
ყელსაბამი ×1 · ადგილზე გატანა
120 ₾გაგზავნილი
გადახდა
ბარათით გადახდა
უსაფრთხო გადახდა Bank of Georgia-ს გვერდზე
ავტომატური ✓
ბანკის გადარიცხვა — ქვითრის ატვირთვით
ნაღდი მიღებისას
BOG უკვე მუშაობს · TBC მალე · თანხა პირდაპირ შენთან
გადახდები

ანგარიშსწორება შენს ბანკში.

ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის მეშვეობით — თანხა პირდაპირ შენს ანგარიშზე ჯდება, ბუტკა ფულს არასდროს ეხება. თიბისი მალე დაემატება.

გადარიცხვა ქვითრის ატვირთვით და ნაღდი ანგარიშსწორება ყველა გეგმაზეა. ბარათით გადახდა კი ავტომატურად დასტურდება — სქრინშოტს ვეღარავინ მოგთხოვს.

  • BOG ბარათები — თანხა პირდაპირ შენთან
  • გადარიცხვა + ნაღდი ყველა გეგმაზე
  • ავტომატური დადასტურება წამებში
მინი-მაღაზია

შენი მაღაზია, ჯიბეში.

მყიდველი ხსნის შენს ბმულს და ყველაფერს ხედავს: ფოტოები, ფასები ლარში, ზომები და ფერები, რა არის მარაგში. კალათა, მიწოდების არჩევა, შეკვეთა — ერთ ნაკადში. აპლიკაციის დაყენება და რეგისტრაცია არ სჭირდება.

  • ვარიანტები: ზომა, ფერი, მარაგი
  • მარაგი თავისით ახლდება ყოველ გაყიდვაზე
  • ყიდვა 3 შეხებაში — აპლიკაციის გარეშე
სკანირება

მიაპყარი კამერა და გადაიხადე.

ერთი QR და ერთი ბმული — ორივე ერთსა და იმავე მაღაზიაზე მიდის: დახლზე, შეფუთვაზე, ბიოში თუ სთორიში. ადგილზე მისული მყიდველი სკანირებს და იქვე იხდის; ონლაინ მყიდველი ბიოდან ერთი შეხებით შემოდის.

დაბეჭდე ერთხელ — მუშაობს ყველგანQR — დახლისთვის და შეფუთვისთვის · ბმული — ბიოსთვის და სთორისთვის
შედარება

ჩატი და ჩარიცხვა. თუ ერთი შეხება.

აღარც რეკვიზიტების გადაწერა, აღარც „გადმორიცხე და მომწერე“ — შეკვეთა მოდის გადახდილი, მისამართითა და კომენტარით.

იყო: 5–7 ნაბიჯი და ლოდინი
გამარჯობა, ფასი? 🙏
45 ლარი, მიწოდება ცალკე
შეიძლება რეკვიზიტები?
GE29NB00000001019… გადმორიცხე და ქვითრის ფოტო გამომიგზავნე
გადმოვრიცხე, ნახე 📎
მისამართიც მომწერე…
გახდა: ერთი გადახდილი შეკვეთა
შეკვეთა #24გადახდილია ✓
ვერცხლის ბეჭედი ×145 ₾
მიწოდება — თბილისი8 ₾
სულ53 ₾
ნინო კ. · +995 555 12 34 56რუსთაველის 12, თბილისი„დამირეკეთ მიწოდებამდე 🙏“

5–7 ნაბიჯის ნაცვლად — ერთი შეხება · სრული ისტორია შეკვეთის ბარათში ინახება

ტარიფები

აირჩიე შენი ჯიხური.

ყველა ტარიფი მოიცავს მაღაზიას, შეკვეთებსა და QR-ს. წლიურ გეგმაზე 2 თვე საჩუქრად.

უფასო
0 ₾
სამუდამოდ — ბარათის გარეშე
  • 10-მდე პროდუქტი
  • შეკვეთების მართვა
  • გადარიცხვა + ნაღდი
  • Butka-ს ბრენდინგი ქვედა ბლოკში
დაიწყე უფასოდ
საბაზისო
9 ₾/ თვე
ან 89 ₾ / წელი — 2 თვე საჩუქრად
  • 50-მდე პროდუქტი
  • 5-მდე კატეგორია
  • მაღაზიის ინდივიდუალური თემა
  • ძებნა მაღაზიაში
არჩევა
რეკომენდებული
პრემიუმი
19 ₾/ თვე
ან 189 ₾ / წელი — 2 თვე საჩუქრად
  • შეუზღუდავი პროდუქტი
  • შეუზღუდავი კატეგორია
  • ონლაინ გადახდები
  • მაღაზიის ინდივიდუალური თემა
  • ბრენდინგის გარეშე
არჩევა
ხშირი კითხვები

კითხვა გაქვს?

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე — ვპასუხობთ სწრაფად.

კონტაქტი
რა ღირს ბუტკა?

დაწყება უფასოა — 10 პროდუქტამდე, ბარათის გარეშე. თუ მეტი დაგჭირდება: საბაზისო — 9 ₾/თვე, პრემიუმი — 19 ₾/თვე; წლიურ გეგმაზე 2 თვე საჩუქრად.

სჭირდება მყიდველს რეგისტრაცია?

არა. მყიდველი ხსნის ბმულს, ირჩევს პროდუქტს, წერს სახელს, ტელეფონს და ელფოსტას (მისამართი — თუ მიწოდება უნდა) — და მზადაა. არავითარი ანგარიშები.

როგორ ვიღებ ფულს?

თანხა ყოველთვის პირდაპირ შენს ანგარიშზე ირიცხება: ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის მეშვეობით, ბანკის გადარიცხვა ქვითრის ატვირთვით ან ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან. ბუტკა ფულს არასდროს ეხება.

შემიძლია პროდუქტების ინსტაგრამიდან გადმოტანა?

ჯერ ხელით ემატება (5 წუთში ჩაეტევი), მაგრამ ინსტაგრამის იმპორტი გზაშია — გრიდიდან პირდაპირ კატალოგში. პილოტის გამყიდველებს კატალოგის შევსებაში თავადაც ვეხმარებით.

ჩემი ბმული როგორი იქნება?

shopname.butka.ge — შენ ირჩევ სახელს. ბმული მუდმივია და მარტივად ჯდება bio-ში, სთორიში ან QR კოდში.

შემიძლია გუნდის წევრის დამატება?

კი — თანამშრომელს მართვის პანელიდან ელფოსტით დაამატებ. ის მართავს შეკვეთებსა და კატალოგს; პარამეტრები და გადახდები კი მფლობელთან რჩება.

ჩემი ბუტკა გაიხსნა.

2 წუთი — და შენი მაღაზია ცოცხალია. უფასოდ, ბარათის გარეშე.

გახსენი შენი ბუტკა